პროექტის სახელწოდება: როგორ გავხადოთ მათემატიკა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად.
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეთა დაინტერესება ამ რთული საგნის ღრმად შესწავლით.
პროექტის აქტუალობა: მათემატიკის ელემენტების ცოდნა აუცილებელია და სავალდებულოა ყველა მოსწავლისთვის, მისი ცოდნა უადვილებს მოსწავლეს სხვა საგნების უკეთ შესწავლას, შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ ინტელექტუალურ თამაშებში.
პროექტის მიზნები: ა) რაც შეიძლება მეტი მოსწავლე ჩაებას მათემატიკის შესწავლაში. ბ) მათემატიკა დავანახოთ ბავშვს ყოველდღიურ ცხოვრებაში და პრაქტიკაში (დავინახოთ მათემატიკა იქ სადაც სხვები ვერ ხედავენ) მათემატიკის შესწავლა გავხადოთ სახალისო.
მონაწილეთა ასაკი: 12–13 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: ერთი კვირა.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს დაუგროვდათ გარკვეული ცოდნა და უნარ–ჩვევები, მოსწავლე იყენებს მსჯელობა დასაბუთების ხერხს. განასხვავებს დებულების წანამძღვარს/წანამძღვრებს და დასკვნას; ცვლის დებულების წანამძღვარს და მსჯელობს დასკვნის მართებულობის შესახებ.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსი: სამუშაო რვეული, საწერი საშუალება, ფერადი ფურცლები, მარკერები, კომპიუტერი, პროექტორი, დაფა, ცარცი...
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა: 1 კლასს ვყოფ 2 ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებას ერთმა ჯგუფმა ჩაატაროს გამოკითხვა თავის კლასში,ხოლო მეორე ჯგუფმა სკოლაში მეცნიერების რა ნაწილს აირჩევდნენ თუ სატელევიზიო გადაცემა ,,ეტალონში“ მიიღებდნენ მონაწილეობას.
აქტივობა: 1 კლასს ვყოფ 2 ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებას ერთმა ჯგუფმა ჩაატაროს გამოკითხვა თავის კლასში,ხოლო მეორე ჯგუფმა სკოლაში მეცნიერების რა ნაწილს აირჩევდნენ თუ სატელევიზიო გადაცემა ,,ეტალონში“ მიიღებდნენ მონაწილეობას.
აქტივობა 2: მოსწავლეები აწარმოებენ გამოკითხვას
აქტივობა 3: ვამოწმებ ინფორმაციას და ვაძლევ მითითებას იმ მასალების შესახებ რომლის გამოყენებაც სასურველია გადაცემის დროს – კითხვები შესაბამისი პასუხების მითითებით, რომელთაგან ერთი სწორია, დანარჩენები –არასწორი, ან კითხვები, რომლებზეც სწრაფად შეიძლება გაეცეს პასუხი.
აქტივობა 4: ჯგუფებმა მოამზადეს პროექტის მიმდინარეობა და შედეგები.
აქტივობა 5: ჩავატარე მათემატიკური შეჯიბრება კლასის ორ ჯგუფს შორის გამარჯვებულის გამოსავლენად ამ ჯგუფების მიერ შერჩეული მასალის მიხედვით.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მათემატიკა VIII. 3. მოსწავლე იყენებს მსჯელობა–დასაბუთების ზოგიერთ ხერხს.
- განასხვავებს დებულების წანამძღვარს/წანამძღვრებს და დასკვნას; ცვლის დებულების წანამძღვარს და მსჯელობს დასკვნის მართებულობის შესახებ.
პროექტის ხელმძღვანელი: მაკა ჯაველიძე.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: makajavelidze@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий